 |
 |
|
|
|
|
|
| |
|
ნავიგაცია
|
კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტი არის არასამთავრობო, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი გაერთიანება. ინსტიტუტის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის, როგორც ერთიანი რეგიონის მეცნიერული შესწავლა და კვლევის შედეგების დანერგვა-პოპულარიზაცია.
ინსტიტუტის კვლევის სფეროებია: ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, რელიგიათმცოდნეობა, სოციოლოგია, ლინგვისტიკა და ა.შ.
ინსტიტუტი თავისი მიზნების განხორციელებისათვის:
- ამყარებს საერთაშორისო კავშირებს;
- ორგანიზებას უკეთებს და მონაწილეობს კონფერენციებში, ყრილობებში, კონგრესებში, სიმპოზიუმებში, სემინარებში, კონკურსებში, გამოფენებში, აგრეთვე სხვადასხვა საინფორმაციო და სამეცნიერო ღონისძიებებში;
- აქვეყნებს სამეცნიერო შრომებს, სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალებს, კრებულებს, მონოგრაფიებს, ბროშურებს, სტატიებს;
- ქმნის კომპიუტერულ მონაცემთა ბაზებს, აწყობს და მონაწილეობს სამეცნიერო ექსპედიციებში
სიახლე! ამუშავდა კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ქსელური გვერდის მობილური ვერსია. გთხოვთ ეწვიოთ: www.caucasology.com/m/index.html |
|
|