ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
კავკასიაში ლითონის ჭურჭელი პირველად ადრებრინჯაოს ხანიდან ჩნდება. საბოლოოდ, 14C
კალიბრირებული მონაცემების საფუძველზე ეს პერიოდი ქრისტემდე IV ათასწლეულის პირველი
მესამედიდან III ათასწლეულის დასაწყისამდე თარიღდება და შუამდინარეთის ურუქის ხანას
შეესაბამება.
ნაოხვამუს ბორცვი მდებარეობს ცენტრალურ კოლხეთში, კერძოდ, სენაკის რაიონში. მას ოვალური
ფორმა ჰქონდა. მისი სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 1,5 მეტრს აღწევდა, მაქსიმალური დიამეტრი 60
მეტრი იყო. ბორცვს ირგვლივ ხელოვნური არხი უვლიდა. იგი 1933-1934 წლებში ითხრებოდა ა.
ამირანაშვილი-ბოლტუნოვას, ს. მაკალათიასა და ფოთის მუზეუმის დირექტორის ვ. გოგოლიშვილის
მიერ.
p>გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო კოლხეთის დაბლობის ბრინჯაო-ადრერკინის ხანის
ნამოსახლარების შესწავლა. პირველი ძეგლები, სადაც წარმოებული იქნა არქეოლოგიური გათხრები, ეს
იყო ნაოხვამუ, ანაკლია I, ოჩამჩირე და დაბლაგომი. პროფ. ბ. კუფტინს, როგორც ცნობილია,
მონაწილეობა არ მიუღია ნაოხვამუზე და ანაკლია I-ზე წარმოებულ სამუშაოებში. იგი მხოლოდ გაეცნო
გათხრებს, დაათვალიერა ჭრილები და შეისწავლა ნივთიერი მასალა.