ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
სვანური ეთნოგრაფიული მასალის თანახმად, ყოველი სვანური საკულტო ნაგებობა, რომელსაც მოგვიანო
პერიოდში ამ მხარეში ქრისტეს რწმენის გავრცელების შემდეგ ამა თუ იმ წმინდანის სახელი შეერქვა, ერთი ან
რამოდენიმე გვარისაგან შემდგარი სვანური თემის უზენაესი მფარველი იყო; ამ თემში შემავალი მეთემენი კი,
თავის მხრივ, ამა თუ იმ სათემო ღვთაების "კაცებად", სვანურად - "მარალ" იწოდებოდნენ.
ქალაქ სოხუმთან (შავი ზღვის სანაპიროზე) მდებარე ყურის ფსკერზე, მდ. ბესლეთის შესართავთან
აღმოჩნდა მარმარილოს ბარელიეფიანი სტელა, რომელიც საფლავის ქვაა. მისი ზომებია 157×92×12 სმ.
სტელა ძვ.წ. V ს. მეორე ნახევრით თარიღდება. ამჟამად სტელა ქ. სოხუმის მუზეუმში ინახება.
საქართველოს შავიზღვისპირეთი ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ახ. წ. VI ს. 90-იან წლებში ჩაერთო.
ზოგიერთი მკვლევარი ამ დროიდან ვარაუდობს საქართველოს შავიზღვისპირა ცენტრებში - ფასისში,
აფსაროსში, პეტრაში, სებასტოპოლისსა და პიტიუნტში ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომას...