ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
წერილი დაწერილია 1988 წელს. იგი წარმოადგენს პასუხს მ. ვ. ანდრეევას რეცენზიაზე, რომელიც
დაიბეჭდა "სოვეტსკაია არხეოლოგიაში" (# 4, 1987, გვ. 273-283). ავტორისგან დამოუკიდებელი მიზეზების
გამო განვლილ პერიოდში ვერ მოხერხდა წინამდებარე წერილის ამოქვეყნება მოსკოვისა და თბილისის
სამეცნიერო ჟურნალებში.
მკვლევართა ყურადღებას დიდი ხანია იპყრობს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის წარმოშობის
საკითხი. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ ამიერკავკასია გამოირჩევა როგორც ველური, ისე კულტურული და
მათ შორის გარდამავალი ფორმების ვაზის მრავალფეროვნებით. ამიტომ რეგიონი ვაზის მოშინაურებისა და
კულტივირების ერთ-ერთ უძველეს კერად ითვლება სამხრეთ-დასავლეთ წინააზიურ არეალთან ერთად.
კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის ბაზაზე, კანადის
მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოყოფილი გრანტის საფუძველზე, 1995-1997 წლებში, აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან რეგიონებში (ფშავ-ხევსურეთში) შესაძლებელი გახდა ეთნოგრაფიული და ლინგვისტური
მასალების შეკრება. ამან საშუალება მოგვცა გვემსჯელა აქ დღევანდლამდე შემორჩენილ ქალ-ვაჟის ხატში
გაყვანის ტრადიციაზე.