|
2009 ნომერი 21
თრიალეთის კულტურის ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: ლევან ჭაბაშვილი |
ეგეოსურ სამყაროსთან ურთიერთობის საკითხი თრიალეთის კულტურის აღმოჩენასთან ერთად წარმოიშვა და დღემდე ერთ-ერთ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ამ კულტურის აღმომჩენი პროფ. ბ. კუფტინი ჯერ კიდევ XX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში მიუთითებდა თრიალეთის გორასამარხებში აღმოჩენილი ცალკეული არტეფაქტების მსგავსებაზე კრეტის და კონტინენტური საბერძნეთის ბრინჯაოს ხანის მასალებთან. |
|
2009 ნომერი 21
III-IV საუკუნეების ზოომორფული ფიბულები
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: ქეთევან რამიშვილი |
XX საუკუნის II ნახევარში საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაგროვდა ბრინჯაოსა და ვერცხლისაგან დამზადებული საკმაოდ მრავალრიცხოვანი ზოომორფული (ცხოველსახოვანი) გამოსახულებები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართული მატერიალური კულტურისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული საკითხების კვლევის მნიშვნელოვან პირველწყაროდაა მიჩნეული. |
|
2009 ნომერი 21
ანტეფიქსი ალავერდის მონასტრიდან
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: კახი წერეთელი, მალხაზ ცინდელიანი |
2006 წელს არქეოლოგიური გათხრები წარმოებდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაბალ პალატში, რომელიც საკველევი არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთ ადრეულ ნაგებობადაა მიჩნეული და სპეციალურ ლიტერატურაში წმინდა გიორგის კათედრალური ტაძრის თანადროულ ანუ XI საუკუნის ნაგებობად განიხილება. |