ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
ჯერ კიდევ 1997 წელს, კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანამშრომლები: პროფ. ქევინ თუითი (პროგრამის დამფინანსებებლი), პაატა ბუხრაშვილი, ზურაბ ცქვიტინიძე და ბერუჩა ნიკოლაიშვილი ვიმყოფებოდით ქვემო ქართლსა და ჯავახეთის ზეგანზე მეგალითური ნაგებობების დასათვალიერებლად და გადასაღებად. მოვიხილეთ მეგალითური ნამოსახლარები დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონებში; კერძოდ - ჩხიკვთაში, გომარეთთან (ე.წ. მამულოს პანტიანი), ავრანლუში, სანთაში, დაშბაშში...
ეს დასახლება განფენილია მკვეთრად დაქანებული ტყიანი კბოდეს ძირში, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე და გრძივად მიმართულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ.
არქეოლოგიური დაზვერვის ზოგადი მონაცემებით (რაც კვლევის ამ საფეხურზე დიდად ჭირს, დასახლებაზე განვითარებული უღრანი ტყის გამო), მისი ფართობი 4-5 ჰა-ს უნდა მოიცავდეს.
ავტორ(ებ)ი: კიაზო ფიცხელაური, ვაჟა ვარაზაშვილი, პაატა ბუხრაშვილი, კოტე ფიცხელაური
ძვ. წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუს სახელმწიფოს ძლევამოსილმა არმიამ, რომელმაც წინა აზიის დიდი ნაწილი დაიპყრო, სამხრეთ კავკასიაში მხოლოდ მის განაპირა რეგიონამდე მოაღწია. უფრო ღრმად მათი კვალი არ არის დაფიქსირებული, თითო ოროლა უმნიშვნელო ნივთის აღმოჩენის გარდა.