ნავიგაცია
ავტორით ძებნა
ამირანის ნომრები
ნომერი 1 ნომერი 2 ნომერი 3 ნომერი 4 ნომერი 5 ნომერი 6 ნომერი 7 ნომერი 8 ნომერი 9 ნომერი 10 ნომერი 11 ნომერი 12 ნომერი 13 ნომერი 14 ნომერი 15 ნომერი 16 ნომერი 17 ნომერი 18 ნომერი 19 ნომერი 20 ნომერი 21 ნომერი 22
|
ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე. |
სარედაქციო კოლეგია |
საგამომცემლო საბჭო |
|
1999 ნომერი 1
ქართველთა რელიგიური მოღვაწეობა კიევის სამთავროში
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: დავით სანდოძე |
ქართველთა და უკრაინელთა ისტორიულ-რელიგიური და კულტურული ურთიერთობის შესახებ საინტერესო მასალა მოგვეპოვება, რომელიც ნათელს ჰფენს ამ ორი ხალხის თანაარსებობის მთელ რიგ საკითხებს. ისტორიულად ცნობილია, რომ IV საუკუნეში ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და მართლმადიდებელი ქართველი მოღვაწენი დიდ როლს ასრულებდნენ ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანულ სამყაროში, მათ შორის კიევის სამთავროშიც, რომელიც ქრისტიანულ სახელმწიფოდ X ს-ში იქცა |
|
1999 ნომერი 1
წაწლობის ეტიმოლოგიისა და უძველესი საზოგადობრივი მნიშვნელობისათვის
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: ქევინ თუითი |
"ბუნებამ რა ღონე იღონა", - წერს ვაჟა-ფშაველა, - "რა ოსტატობა იხმარა, სთქვა: მოდი, ფშაველ ქალს, ამ ტურფა იას, რადგან სილამაზისა მოკლე ვადა აქვს - ცოტა ხანი, ეს ცოტა დრო სიამოვნებით გავატარებინო, ჩაუდვა მოსიყვარულე, პლატონური სიყვარულით გამსჭვალული გული ვაჟკაცისადმი, ვინც იმას მოეწონება, ვიზედაც თვალი მიუვა, ხოლო მის მშობლებს, ნათესავებს მივსცე ისეთი ხასიათი, მოუთმინონ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნა, ერთად წოლა, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუშიო, ან რატომ არ უნდა მოითმინონ, როცა ამათზე ადრე თვით მშობლებმა გაიარეს წაწლობის კურსი?" |
|
1999 ნომერი 1
ბავშვთა დაავადებების მკურნალობა იმერეთში. საყმაწვილო
შეტანის თარიღი: 2009-11-11
ავტორ(ებ)ი: ლელა ნებიერიძე |
"საყმაწვილო" ბავშვთა ერთ-ერთი დაავადების ხალხური სახელწოდებაა, რომლის მთავარი სიმპტომი კრუნჩხვაა. მთხრობელთა გადმოცემით, საყმაწვილო უფრო მეტად ემართებათ თეთრ ბავშვებს მაღალი სიცხის დროს შეშინების ან ფიზიკური ტრავმის შედეგად. ასევე, თუ ბავშვი რაიმეთი მოიწამლება, უფრო სწორად, თუ რაიმე აწყენს - ხალხური ტერმინით "ნაწყენებზე". გარდა ამისა, მთხრობელებისაგან ვიგებთ, რომ საყმაწვილო, ძირითადად, პატარა ბავშვებს "გაუვლიდა" ხოლმე პერიოდულად. |
|