ჟურნალ ამირანში ქვეყნდება სტატიები კავკასიის ხალხთა ენების, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნიკური ყოფისა და ხელოვნების შესახებ. ჟურნალში ასევე იბეჭდება ნებისმიერი თემატიკის სამეცნიერო სტატია, რომელიც ზოგადად კავკასიას შეეხება. სტატიები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ქართულ (ვრცელი რეზიუმეთი ინგლისურ ენაზე), ასევე - ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ (ვრცელი რეზიუმეთი ქართულად და ინგლისურად) ენებზე.
კავკასიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებრივი ინსტიტუტი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით წარმოადგენს მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებას.
ინსტიტუტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, "მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ" საქართველოს კანონის, სხვა მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
The ancient Greeks, although in sporadic contact with the peoples on the eastern shores of the Black Sea since Homeric times, used the Caucasus as a setting for an imaginary worldradically different from the one they knew at first hand. Their Caucasus was a wonderland of savagery and wealth, alluring princesses with magical powers, nymphs, Amazons, and primitive"Lice-eaters" (Phtheirophagoi).
ეგრისის სამეფოს დედაქალაქ ციხეგოჯ-არქეოპოლისში გამოვლენილია ბრინჯაოს ჭაღის - ქოროსის ნაწილები: ორი გატეხილი დისკო, გაწყვეტილი ჯაჭვით. ისინი შეადგენენ ჭაღის ზედა და შუა ვერტიკალურ ნაწილებს. სამწუხაროდ, ქვედა, ყველაზე დიდი ზომის დისკო, რომელიც ჰორიზონტალურად იკიდებოდა, შემორჩენილი არ არის. აღნიშნული ქოროსი საგანგებოდ შეისწავლეს ვ. ლექვინაძემ და ლ. ხვედელიძემ. ჭაღის ორივე დისკოზე შემონახულია ბერძნული ასოები.