?> ჟურნალი ამირანი

ჟურნალი ამირანი

ძებნა ავტორის მიხედვით

2007 ნომერი 17

სატაძრო მშენებლობის დასაწყისი ზედაზნისა და შიომღვიმის მონასტრებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: დავით მერკვილაძე

ასურელ მამათა მოღვაწეობის შედეგად საქართველოში არაერთი სამონასტრო ცენტრი აღმოცენდა და უკლებლივ ყველა მათგანი დამშვენებულია სხვადასხვა დროის შენობა-ნაგებობათა კომპლექსით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი, რასაკვირველია, უკავია ღვთისმსახურების აღსასრულებელ ნაგებობებს. ჩვენს მოხსენება შეეხება ზედაზნისა და შიომღვიმის მონასტრებში სატაძრო აღმშენებლობის დასაწყისთან დაკავშირებულ საკითხებს.



2007 ნომერი 17

ქართული მილიცია XIX საუკუნის 70-80-იან წლებში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: ხათუნა თოდაძე

XIX საუკუნის 70-იან წლებში აღმოსავლეთი კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. ინგლისი ისევ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდების ცდებს. ავსტრია-უნგრეთს რუსეთის ბალკანეთზე გაბატონება აშინებდა. გერმანია კი აღმოსავლეთის საკითხის გამწვავებას უწყობდა ხელს, ცენტრალურ ევროპაში თავისუფლად რომ ემოქმედა.



2007 ნომერი 17

ბოსფორისა და დარდანელის საკითხი 1914 წლის ქართულ პრესაში

შეტანის თარიღი: 2009-11-11

ავტორ(ებ)ი: მაია მაჭავარიანი

მთავარი საკითხი, რომელიც ქართველ ხალხს I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აწუხებდა, იყო ოსმალეთის პოზიცია - ჩაებმებოდა თუ არა იგი ომში. აქედან გამომდინარე, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური და ჟანრობრივი მიმართულებისა, ამ პერიოდში გამომავალი ყველა ჟურნალ-გაზეთი, ითვალისწნებდა რა ქართველი ხალხის განსაკუთრებულ ინტერესს, საქართველოს უახლოესი მეზობლისა და ისტორიული მოწინააღმდეგის - ოსმალეთის მიმართ I მსოფლიო ომში მის ჩაბმამდე და ჩაბმის შემდეგ, ცდილობდა ფართოდ გაეშუქებინა და ოპერატიულად მიეწოდებინა მკითხველისთვის ყველა სახის ცნობები ოსმალეთის პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.



ա | բ | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | դ | գ
Powered by BootstrapMade